თარიღი    დრო

რიმა ბერაძის განცხადებით, საკრედიტო ხაზით გამოყოფილი 62 მილიონი ლარით უმნიშვნელოვანესი პროექტები განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 17:53 02.12.2019 439

თბილისის საკრებულოს სხდომაზე სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ და ჩუღურეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა რიმა ბერაძემ იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება, რომლებიც საკრედიტო ხაზით გამოყოფილი  62 მილიონი ლარით განხორციელდება.

„ვფიქრობ, რომ თითოეული ჩვენგანი, განსაკუთრებით მაჟორიტარი დეპუტატები, საზოგადოებასთან ვართ ვალდებული თუ როგორ განვახორციელოთ ესა თუ ის პროექტი. ერთ-ერთი საკითხია ახალი საკრედიტო ხაზის გახსნა, რომ 62 მილიონით მოხდეს ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. ეს არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით ჩემთვის, იმიტომ რომ ამ თანხით ჩემ რაიონში იწყება ახალი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება  - ფიროსმანის ქუჩის აღდგენა-რეაბილიტაცია და ვფიქრობდი, რომ თითოეული თქვენგანი, მათ შორის ოპონენტებიც, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ძალიან კარგ საქმეს აკეთებს თბილისის მერია,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.

სარევიზიო კომისიის თავმჯდომარემ ოპოზიციის იმ განცხადებაზეც ისაუბრა, რომელიც სოციალური პროექტებიდან პარტიის აქტივისტების დაფინანსებას ეხებოდა. მან აღნიშნა, რომ სარევიზიო კომისიას ოპოზიციის მიერ დაყენებული არცერთი საკითხი არ დაუტოვებია უყურადღებოდ.

„მინდა ლევან ხაბეიშვილს მივმართო, რომ  არ ყოფილა საკითხი, თქვენ მიერ დაყენებული სარევიზიო კომისიაზე, რომელზეც არ გამოგვიჩენია ყურადღება და არ დაგვიწყია მოკვლევა. თქვენი ქმედებები და განცხადებები კამერების წინ არ არის საქმეზე ორიენტირებული და გირჩევთ, როგორც თქვენი კოლეგა, რომ უფრო საქმიან ატმოსფეროს დაუბრუნდეთ, რადგან ასეთი საქციელით ქულებს ვერ დაიწერთ,“- განაცხადა რიმა ბერაძემ.

 




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%