თარიღი    დრო

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის წარმოება, გავრცელება და რეკლამირება დასჯადი გახდება

საქართველო, თბილისი - 09:43 02.12.2019 421

დღეს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს კანონპროექტს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ, რომლის მიხედვითაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკის ნაბეჭდი გამოცემის ან ასეთი გამოსახულების შემცველი სხვა საგნის დამზადება, წარმოება გავრცელება, რეკლამირება, რეალიზაცია, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, დასჯადი გახდება.

კანონპროექტის მიხედვით. ზემოაღნიშნული ქმედება გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ორ წლამდე ვადით ან ჯარიმას, რომლის რაოდენობასაც სასამართლო დაადგენს. ამასთან აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობით ჯარიმის მინიმალური ოდენობა 2000 ლარია.

კანონპროექტის ინიციატორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ირაკლი სესიაშვილი და ოთარ ჩრდილელი არიან.

კანონპროექტის ინიციატორების თქმით, ბოლო პერიოდის განმავლობაში ადგილი ჰქონდა შემთხვევებს, როდესაც ხორციელდებოდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევით შედგენილი რუკების გავრცელება და სწორედ ამიტომ, მიზანშეწონილია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით ზემოაღნიშნული ქმედება განიხილებოდეს დასჯად ქმედებად და დაწესდეს სათანადო სასჯელი.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84.9%
შემცირდა 12.1%
არ შეცვლილა 3%