თარიღი    დრო

სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ - კარლ ჰარცელი

საქართველო, თბილისი - 18:36 12.06.2018 164

სალომე ზურაბიშვილის გზავნილებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა საქართველოს არჩეულ პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, არჩეულ პრეზიდენტს აქვს კარგი პოზიცია, რაც ეროვნულ შერიგებას და სხვა სამომავლო ხედვებს უკავშირდება.

„მქონდა შესაძლებლობა, მეორე ტურის შემდეგ პირველად შევხვედროდი სალომე ზურაბიშვილს და პირადად მიმელოცა. ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე, მათ შორის ინაუგურაციაზე. არჩეულ პრეზიდენტს აქვს კარგი პოზიცია, რაც ეროვნულ შერიგებას და სხვა სამომავლო ხედვებს უკავშირდება. ამ გზავნილებს ჩვენ ძლიერ მხარდაჭერას ვუცხადებთ“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%