თარიღი    დრო

ქუთაისის მერიაში პოლიტიკური ნიშნით რეორგანიზაცია იგეგმება - „ევროპული საქართველო“

საქართველო, თბილისი - 14:12 12.04.2018 146

„ევროპული საქართველოს“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის, დავით გოგისვანიძის განცხადებით, ქუთაისის მერიაში რეორგანიზაცია იგეგმება.

მისი თქმით, ხელისუფლება იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო კამპანიაში არ მონაწილეობდნენ, სადამსჯელო ღონისძიებებს იწყებს.

მისივე თქმით, ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ ბევრი მხარდამჭერია დასაქმების მოლოდინში.

„არ არის გამორიცხული, ე.წ. შავ სიაში რიგით თანამშრომლებთან ერთად, ჩინოვნიკები მოხვდნენ. მერია იწყებს სადამსჯელო ღონისძიებას და ამაზე უკვე გააკეთა განცხადება ზოგიერთმა თანამდებობის პირმა. რეორგანიზაცია მართლაც საჭიროა, მაგრამ არა პოლიტიკური ნიშნით“, – განაცხადა დავით გოგისვანიძემ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ასევე იგეგმება ხელფასების გაზრდაც.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%