თარიღი    დრო

ისტორიაში პირველად, ნასას ხომალდმა ასტეროიდ Bennu-ს მიაღწია

საქართველო, თბილისი - 23:30 12.03.2018 404

ორ მილიარდ კილომეტრზე მეტი მანძილის გავლისა და 2 წლიანი კოსმოსური მოგზაურობის შემდეგ, ნასას OSIRIS-REx ხომალდმა დანიშნულების ადგილს მიაღწია და ასტეროიდ „ბენუ“-ს ორბიტაში განთავსდა. ORISIS-REx შეარჩევს უსაფრთხო და გამოსაკვლევად საინტერესო მდებარეობას, შემდგეგ დაჯდება ასტეროიდზე, იქ თითქმის ერთ წელს გაატარებს, მოიპოვებს უნიკალურ საკვლევ მასალას და 2023 წლის სექტემბერში დედამიწაზე გამოგზავნის. 800 მილიონად შეფასებული პროექტის პირველი ფაზის წარმატებით დაგვირგვინება,(გამშვები სარაკეტო სისტემის ხარჯების გამოკლებით) ნასას გუნდმა გამარჯვების შეძახილებით აღნიშნა.

რატომ ასტეროიდი ბენუ?

ბენუ უძველესი ასტეროიდია, რომელიც მზის სისტემის ფორმირების პერიოდში წარმოიქმნა. ციური სხეული 4,5 მილიარდი წლისაა, დაახლოებით იმ ასაკის, რაც ჩვენი მზის სისტემა. ასტეროიდის ეკვატორი 500 მეტრია, თითქმის Empire State Building-ის ზომის.

ბენუ დროის კაფსულასავითაა. მისი შემადგენელი ქიმიური ელემენტების კომპლექსური ფორმირება 10 მილიარდი წლის წინ დაიწყო, როდესაც მზის სისტემა სტრუქტურული ჩამოყალიბების ეტაპებს გადიოდა. შესაბამისად, მეცნიერებს სჯერათ, რომ ბენუ კვლავ ინახავს იმ უძველეს და უნიკალურ ქიმიურ ნაერთებს, რომელიც სიცოცხლის ფორმირების პროცესში გამოიყენებოდა.

მეცნიერები, 2019 წლისთვის ასტეროიდის ზედაპირის დეტალურ რუკას შეადგენენ. ასევე შეირჩევა საკვლევი ზონისა და ასტეროიდზე დაჯდომის ადგილმდებარეობა. OSIRIS-Rex გუნდის მტკიცებით, მისია მეცნიერებს სამყაროს ფორმირების ადრეული ეტაპის და შემადგენელი კომპონენტების განსაზღვრაში დაეხმარება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%