ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ სერიოზულად არის შეშფოთებული ღაზის სექტორში სამხედრო მოქმედებების გამო ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს (ICC) მიერ მისი დაპატიმრების ორდერის შესაძლო გაცემასთან დაკავშირებით .
მედიის ცნობით, ბოლო დღეებში მთავრობის მეთაურმა მნიშვნელოვანი ძალისხმევა მიმართა მსგავსი მოვლენების თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, ბენიამინ ნეთნიაჰუ ტელეფონით მუდმივ კონტაქტზეა, განსაკუთრებით, აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, რომ დაკავების ორდერი არ გამოიცეს.
ამასთან, ბოლო დიპლომატიური ძალისხმევში ჩართულია შეერთებული შტატებიც რათა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ არ გასცეს ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და ისრაელის სხვა ოფიციალური პირების დაპატიმრების ორდერი.
თუმცა, როგორც მედია წერს, ICC-ის მიერ ორდერების გაცემა, შესაძლოა მხოლოდ დროის საკითხი იყოს,
გარდა ამისა, ისრაელის მთავრობა ვარაუდობს, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, ჰააგის სასამართლოს პროკურორმა, კარიმ ხანმა, შესაძლოა, ისრაელის თავდაცვის მინისტრის იოავ გალანტისა და გენერალური შტაბის უფროსის ჰერცი ჰალევის დაპატიმრების ორდერი გასცეს
უნდა აღინიშნოს, რომ აშშ და ისრაელი არ არიან 124 ქვეყანას შორის, რომლებმაც ხელი მოაწერეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს რომის სტატუტს.