შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში ჩავა. ეს მისი მეშვიდე ვიზიტი იქნება ისრაელსა და ჰამასს შორის ომის დაწყების შემდეგ. ინფორმაციას The Associated Press სახელწმიფო დეპარატმენტსა და ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბლინკენი ორშაბათს,29 აპრილს მიემგზავრება საუდის არაბეთში. ის დაესწრება მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის კონფერენციას და შეხვდება არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ რიადში.
ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა განაცხადა, რომ ბლინკენი ისრაელს სამშაბათს ეწვევა, თუმცა ისრაელში ბლინკენის ვიზიტის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.