თარიღი    დრო

ფინანსთა მინიტრი ივანე მაჭავარიანის ხელმძღვანელობით ბაქოში ქართული დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შედგა

საქართველო, თბილისი - 15:50 11.20.2018 105

ბაქოში გაიმართა საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. 

ქართულ დელეგაციას ხელმძღვანელობდა საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, გაიმართა შეხვედრები აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრ შაჰინ მუსტაფაევთან და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრ სამირ შარიფოვთან.

ორი ქვეყნის წარმომადგენლებმა მიმოიხილეს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის  თანამშრომლობის ფართო სპექტრი, მიმდინარე და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები სავაჭრო-ეკონომიკური, ინვესტიციების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის, ტურიზმის, საბაჟო სფეროში. განსაკუთრებით ხაზი გაესვა ორმხრივი და რეგიონული ეკონომიკური პროექტების მნიშვნელობას.

ქართულმა მხარემ სამუშაო ჯგუფის ფორმატში დააყენა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი ისეთი საკითხები როგორიცაა: იმპორტირებულ და ადგილობრივი წარმოების საქონელზე აზერბაიჯანის მიერ დაწესებული განსხვავებული სააქციზო განაკვეთები, თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ორმხრივ შეთანხმებაში მომსახურებით ვაჭრობის ლიბერალიზაციის შესაძლებლობის დაშვება,თანამშრომლობის გაღრმავება ტურიზმის, ინოვაციებისა და  ტექნოლოგიის მიმართულებით. აგრეთვე, ხაზი გაესვა ახალი, ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტის პროექტის მნიშვნელობას, როგორც შესაძლებლობას, რათა კიდევ უფრო გამყარდეს ორ ქვეყანას შორის სატრანსპორტო კავშირები და სავაჭრო პოზიციები რეგიონში. 

მხარეებმა კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ არსებობს ყველა შესაძლებლობა, მათ შორის, საქართველოს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები ევროკავშირთან და ჩინეთთან, რათა უფრო აქტიური იყოს ორი ქვეყნის ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს შორის თანამშრომლობა.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალური დირექტორი დავით ფერაძე, შემოსავლების სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ლაშქარაძე. შეხვედრებს დაესწრო საქართველოს ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%