ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ამ ორი ადამიანის გადარჩენა და პოვნა მოხდეს,- ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა შალვა ხუციშვილმა განაცხადა, რომელიც ზემო ფონიჭალაში იმყოფება.
მისი თქმით, სამაშველო ღონისძიება არის გადამწყვეტ ფაზაში და იმედია მალე დასრულდება.
"მერიის სამსახურებთან ერთად ვმუშაობთ. მიმდინარეობს შენობის გამაგრებითი სამუშაოები. საფრთხის შემცველია შენობის შიგნით მუშაობა. რთული მდგომარეობაა",- განაცხადა ხუციშვილმა, რომელამც აქვე აღნიშნა, რომ ადგილზე 30-მდე მაშველი და მერიის შესაბამისის სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
ცნობისთვის, ზემო ფონიჭალაში აფეთქება საცხოვრებელ კორპუსში დღეს მოხდა.