ახალქალაქის ინციდენტი სამინისტრომ ობიექტურად და მოკლე ვადებში გამოიძია, - ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ამ თემით სპეკულაციები და დანაშაულის სიმძიმეზე ამის მიბმა უბრალო სამართლებრივად და იურიდიულად არასწორია.
„ცალსახად შემიძლია იმის თქმა, რომ ეს საქმე ისე, როგორც სხვა საქმეები, რომლებიც არჩევნებს უკავშირდება შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბსოლუტურად ობიექტურად გამოიძია, საკამოდ მოკლე ვადაშიც გამოიძია - გამომდინარე იქიდან, რომ საკითხი საკმაოდ კომპლექსური იყო. აღკვეთი ღონისძიებასთან დაკავშრებით დილით მოვისმინე რამდენიმე განცხადება. აღკვეთი ღონისძიების საკითხის შეფარდება არ არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენცია, თუმცა როგორც იურისტი თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზოგადად აღკვეთი ღონისძიების საკითხი დანაშაულის სიმძიმეს არ უკავშირდება. ეს არის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დადგენილი სტანდარტი, მათ შორის ამ თემით სპეკულაციები და დანაშაულის სიმძიმეზე ამის მიბმა უბრალო სამართლებრივად და იურიდიულად არასწორია“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.