თარიღი    დრო

ნაფიცი მსაჯულების მიერ მკვლელობაში გამართლებულებს ჯერ არ გადაუწყვიტავთ, მოითხოვენ თუ არა, ზიანის ანაზღაურებას - ადვოკატი

საქართველო, თბილისი - 18:18 11.05.2018 703

ნაფიცი მსაჯულების მიერ მკვლელობაში გამართლებულ გიგა ჭალელიშვილსა და ლევან ყანდორელაშვილს, ჯერ არ გადაუწყვიტავთ, მოითხოვენ თუ არა, ზიანის ანაზღაურებას. ამის შესახებ, „ჯი-ეიჩ-ენს“ ადვოკატმა სულხან კომახიძემ განუცხადა.

როგორც ადვოკატი განმარტავს, უდანაშაულოდ ცნობილი პირები მათთვის 9 თვიანი პატმრობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს პერიოდში მიიღებენ.

„მათთან ამ საკითხზე ჯერ არ გვისაუბრია. თუმცა, მათ კანონით აქთ მინიჭებული უფლება, რომ მიყენებული ზიანის ანაზღაურება მოითხოვონ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან.

მათ მიმართ კიდევ ერთი საქმე იხილება სასამართლოში. სავარაუდოდ, ამ საქმის განხილვის პროცესში მივიღებთ გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საქმეზე ბიჭებს ცემის ჩადენას ედავებიან. თითქოს, ორი მოქალაქე ცემეს. რეალურად, დაზარალებულები თვითონ არიან, რადგან ორივე მათგანს მანქანა დაეჯახა, ერთს ტვინის შერყევა ჰქონდა და საავადმყოფოში იწვა, მეორეს, ფეხი ჰქონდა მოტეხილი“, - აცხადებს კომახიძე.

შეგახსენებთ, რომ  ნაფიცმა მსაჯულებმა რამდენიმე დღის წინ, დავით ქმოსტელის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირის, ლევან ყანდორელაშვილისა და გიგა ჭალელიშვილის მიმართ გამამართლებელი ვერდიქტი გამოიტანეს.

ნაფიცმა მსაჯულებმა გიორგი ჭალელიშვილი ყველა ბრალდებაში ერთხმად ცნეს უდანაშაულოდ, ხოლო, ლევან ყანდორელაშვილი კი, 11/1-ზე თანაფარდობით ცნეს უდანაშაულოდ. 

შეგახსენებთ, რომ თბილისში, ნაძალადევის რაიონ­ში, 4 თებერვალს, დავით ქმოსტელი, იგივე ძივითა მოკლეს. ის მკვლელობის დღეს ნათესავთან იმყოფებოდა. სწორედ იქიდან გამოსულს ესროლეს მას.

მკვლელობიდან მეორე დღეს, სამართალდამცავებმა ლევან ყანდორელაშვილი და გიგა ჭალელიშვილი დააკავეს. 
დაკავებულები ბრალს არ აღიარებდნენ.

ლევან ყანდორელაშვილსა და გიგა ჭალელიშვილს ბრალი ედებოდათ სისხლის სამართლის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მათ ასევე ბრალი ედებოდათ ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა,ტარებაში. ერთ დაკავებულს ბრალი ასევე 238-ე პრიმა მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც გულისხმობს ცივი იარაღის ტარებას ნასამართლევი პირის მიერ.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.6%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.9%