მე ვფიქრობ, რომ კონკრეტული საქმის გამოძიებაზე მთავრობის წევრის, განსაკუთრებით კი მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარება ზოგადად არ არის ხოლმე საუკეთესო პრაქტიკა, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა შს მინისტრისა და მთავარი პროკურორის პარლამენტში დაბარებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პარლამენტს, როგორც პოლიტიკურ ორგანოს კონკრეტული საკითხის გამოძიების დეტალებში ჩასვლის უფლება არ აქვს.
"თუმცა ზოგადად როგორ მიმდინარეობს სხვადახვა პროცესები, თუნდაც პროკურატურაში ან შსს-ში, ამაზე რომ პარლამენტი მინისტრებს ან სხვა თანამდებობის პირებს ესაუბროს, პრობლემას ვერ ვხედავ,"- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.