თარიღი    დრო

შეაჩერე ტკივილი

საქართველო, თბილისი - 14:52 10.11.2018 235

12 ოქტომბერს, 12 საათზე სასტუმრო რადისონში, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს პროექტის ფარგლებში "შეაჩერე ტკივილი" გაიმართება შეხვედრა, სადაც ტკივილის მართვის ექსპერტები საზოგადოებას გააცნობენ ანგარიშს, თუ რა პრობლემები აქვთ საქართველოში ქრონიკული და მწვავე ტკივილის მქონე პაციენტებს.

შეხვედრის მიზანია ქვეყანაში გაიზარდოს ტკივილგამაყუჩებელ საშუალებებზე (ოპიოიდებზე) ხელმისაწვდომობა იმ პაციენტებისთვის, რომლებიც ტკივილით იტანჯებიან და სხვა ჯგუფის პრეპარატები ვერ ახდენენ ტკივილის კუპირებას.

შეხვედრაზე ქვეყნის წამყვანი ალგოლოგები ( ტკივილის მართვის ექიმები) და პალიატიური მზრუნველობის სფეროს სამედიცინო პროფესიონალები, საკანონმდებლო ცვლილებების აუცილებლობის შესახებაც ისაუბრებენ.

გთხოვთ, მონაწილეობა მიიღოთ დისკუსიაში და შეიტყოთ უფრო მეტი თუ რა პრობლემები აქვთ ჩვენს ქვეყანაში პაციენტებს.

13 ოქტომბერს მსოფლიო პალიატიური მზრუნველობის დღეს აღნიშნავს.

ერთად მოვაგვაროთ, ტკივილის მართვის პოლიტიკაში არსებული პრობლემები!




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%