თარიღი    დრო

თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტის მეორე ეტაპზე განაცხადების მიღება დასრულდა

საქართველო, თბილისი - 19:40 10.10.2018 84

თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპის ფარგლებში ,,მოკლე სიაში" შესულიკანდიდატებიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში  ერთი განაცხადი შემოვიდა ჩინური კომპანია China Construction Seventh Engineering Division Corp. LD.-ს მიერ. ამის შესახებ ცნობილი გახდა 10 ოქტომბერს სამინისტროში გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, სადაც დალუქულპაკეტში წარმოდგენილი განაცხადი გაიხსნა.

როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, განაცხადი მოიცავს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით კანდიდატის მიერ წარმოდგენილსამართლებრივ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ წინადადებებს. უახლოეს მომავალში, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება განაცხადის შესწავლა, რისშემდეგაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის საკითხზე.

თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპის ფარგლებში ,,მოკლე სიაში" შესულიკანდიდატების მიერ  წინადადებების წარმოდგენის ვადა  8 ოქტომბერს ამოიწურა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%