თარიღი    დრო

არც ერთი ჩანაწერი ან კომენტარი არ შეიძლება იყოს ინდულგენცია „ომეგა ჯგუფისთვის“, რომ არ გადაიხადოს გადასახადები - ცქიტიშვილი

საქართველო, თბილისი - 17:47 09.25.2018 187

 არც ერთი ჩანაწერი ან კომენტარი არ შეიძლება იყოს ინდულგენცია „ომეგა ჯგუფისთვის“, რომ არ გადაიხადოს გადასახადები, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა „ომეგა ჯგუფსა“ და ტელეკომპანია „იბერიასთან“ დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, რამდენად ავთენტურია გავრცელებული ჩანაწერები, ასეთ ფაქტებს ჰქონდა ადგილი თუ არა და რა სახის კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე - ამ კითხვებზე პასუხს გასცემს გამოძიება. 

„ჩემი შეფასება არაერთხელ დავაფიქსირე და გავიმეორებ, რა თქმა უნდა, გამოვრიცხავ ნებისმიერ მსგავს გარიგებას, ბიზნესზე ზეწოლას და მითუმეტეს, რაიმე სახის ე.წ. შავი სალაროს ან მინისტრებისთვის განკუთვნილი ე.წ. ლიმიტების არსებობას, მაგრამ ამ კითხვებზე ჩემს პასუხზე მეტად გამოძიების პასუხი იქნება საინტერესო“, - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%