თარიღი    დრო

ხორავას ქუჩის საქმეზე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ დ.ღ.-ს პატიმრობა შეეფარდა

საქართველო, თბილისი - 13:51 07.21.2018 228

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებულ არასრულწლოვან დ.ღ.-ს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა. 
როგორც პროკურორმა თორნიკე ნადირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდების მხარე არასრულწლოვანს გამოძიებისთვის და სასამართლოსთვის ცრუ ინფორმაციისა და ცრუ ჩვენების მიცემას ედავება. 

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე კი, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა.

აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს მიერ ბრალდებული გ.ბ. ცნობილი იქნა დამნაშავედ ლევან დადუნაშვილის განზრახ მკვლელობაში და სასჯელის ვადად 10 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

მეორე ბრალდებულს გ.ჯ.-ს, მას სასჯელის სახით 9 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.

ხელახალი ძიების ფარგლებში შსს-მ საქმეზე დ.ღ.-ს გარდა, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი და მოწმეზე ზემოქმედების მოხდენის ბრალდებით მერაბ მორჩაძე დააკავა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%