თარიღი    დრო

ვაჟა აზარაშვილი 82 წლის გახდა

საქართველო, თბილისი - 09:14 07.13.2018 64

ვაჟა აზარაშვილი 82 წლის გახდა. ცნობილი ქართველი  კომპოზიტორი ვაჟა აზარაშვილი 1936 წლის 13 ივლისს, ხალხური მუსიკის დიდი მოყვარულის ოჯახში დაიბადა. მუსიკალური განათლება IV სამუსიკო სასწავლებელსა (პროფ ალექსანდრე შავერზაშვილის კომპოზიციის კლასი) და თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, კომპოზიციის კლასით (პროფ. იონა ტუსკია) მიიღო.

1964 წელს დაამთავრა კონსერვატორიის ასპირანტურა იონა ტუსკიას და შემდეგ, პროფ. ანდრია ბალანჩივაძის ხელმძღვანელობით. 1961 წლიდან ვაჟა აზარაშვილი შემოქმედებითი მოღვაწეობის პარალელურად, პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა. ამჟამად იგი სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორია. 1998-2007 წლებში საქართველოს კომპოზიტორთა კავშირს თავმჯდომარეობდა.

მისი პირადი არქივი დაცულია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდში.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%