თარიღი    დრო

მეტროსადგურ "ვარკეთილში" ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულებს გირაო შეეფარდათ

საქართველო, თბილისი - 12:45 06.23.2018 132

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის საქმეზე ბრალდებულ სამივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 35-35 ათასლარიანი გირაო შეეფარდა. ბრალდებულები კომპანიების – „გეომეფისა“ და „ყვარელრემმშენის” წარმომადგენლები არიან.

მოსამართლემ არ გაიზიარა ბრალდების შუამდგომლობა, რომელიც ბრალდებულებისთვის 50 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითვალისწინებდა.  ადვოკატები გირაოს სახით უფრო ნაკლები თანხის შეფარდებას ითხოვდნენ. საბოლოოდ, მოსამართლემ სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით 35 000 ლარის ოდენობის გირაოს გადახდა დააკისრა.

პროკურატურამ მეტროსადგურ “ვარკეთილში” ჭერის ჩამონგრევის საქმეზე, გულგრილობის, უსაფრთხოების მოთხოვნებთან შეუსაბამო, უხარისხო სამუშაოს შესრულების და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება -  გამოყენების ფაქტზე სამ პირს ბრალი 22 ივნისს წაუყენა.

 




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.2%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%