ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. თვითმხილველების ინფორმაცით ერთ-ერთი დაშავებული ორსული ქალია, რომელიც სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება