თარიღი    დრო

ზურაბ პატარაძე ღონისძიებას - „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე" დაესწრო

საქართველო, თბილისი - 11:30 06.17.2018 346

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე 2018 წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადასთან დაკავშირებულ კიდევ ერთი ღონისძიებას - „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე" დაესწრო.

ბათუმისა და მისი სტუმრებისთვის ოლიმპიადის შესახებ ცნობადობის ამაღლებისა და პოპულარიზაციის მიზნით, ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტმა ღონისძიება ტურისტულად ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ადგილზე - ბათუმის პიაცაზე გამართა.

სპეციალურად ამ დღისთვის, ბათუმის პიაცაზე 100 ჭადრაკის მაგიდა განთავსდა, სადაც სიმბოლურად, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების მოთამაშეები იყვნენ წარმოდგენილნი.

„ჩვენი ქალაქი განსაკუთრებულად ემზადება ბათუმის 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის ჩასატარებლად. ამ უმნიშვნელოვანესი და მასშტაბური ღონისძიების დაწყებამდე დარჩენილი 100 დღის ათვლა დაიწყო. დღეს პიაცაზე გამართულ სიმბოლურ ღონისძიებაში უამრავი ახალგაზრდა, ასევე ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ტურისტებიც ჩაერთნენ. ეს ნიშნავს, რა თქმა უნდა, ჭადრაკის პოპულარიზაციას და მსოფლიო ოლიმპიადის შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას, ასევე ჩვენი რეგიონისა და ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას" - აღნიშნა ზურაბ პატარაძემ სიტყვით გამოსვლისას.

როგორც ცნობილია, ოლიმპიადა 189 ქვეყანას საქართველოში გააერთიანებს, შესაბამისად, ბათუმის პიაცაზე გამართულ ღონისძიებაში 189 ქვეყნის სიმბოლური წარმომადგენელი მონაწილეობდა. საჭადრაკო მაგიდებთან წარმოდგენილი იყო ასევე დიპლომატიური კორპუსი, რომლებთანაც თამაშში ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე ჩაერთნენ.

ღონისძიებაზე „100 დღე საჭადრაკო ოლიმპიადამდე", 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების კიდევ ერთი ელჩი - მაესტრო ნიკოლოზ რაჭველი დასახელდა.

43-ე საჭადრაკო ოლიმპიადის კეთილი ნების ელჩები არიან: ნონა გაფრინდაშვილი, მაია ჩიბურდანიძე, ვიშვანათან ანანდი, ანიტა რაჭველიშვილი და ლაშა ტალახაძე.

სიმულაციური ოლიმპიადა დასრულდა სპეციალურად საჭადრაკო თემატიკაზე შექმნილი ფლეშმობით.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%