15 ივნისის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.4602 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.4628 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.26 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 2.8521 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 2.9118 ლარს შეადგენდა.
შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 5.97 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა თურქული ლირა, რომელიც 0.5186 ლარს შეადგენს, ასევე გაუფასურდა ფუნტი და 3.2684 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან 16 ივნისიდან შევა ძალაში.