თარიღი    დრო

საქართველო ნატო-ს წევრი ძალიან მალე უნდა გახდეს და ამისთვის სრული საფუძველი არსებობს - ირაკლი სესიაშვილი

საქართველო, თბილისი - 18:11 06.14.2018 502

ბათუმში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციაზე უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ სესიაზე - „რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურა - პარტნიორობის და თანამშრომლობის გაძლიერება", თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ განხორციელებულ აგრესიაზე და ნატოსთან თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრა.

„რუსეთმა პოსტსაბჭოთა სივრცეში დაგეგმა და გამოიყენა ყველა კონფლიქტის კერა, იმისთვის რომ თავისი ინტერესების რეალიზება მოეხდინა. სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით, დღეისათვის რუსეთის მხრიდან ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20% და აღმოსავლეთ უკრაინის ნაწილი, ასევე რიგ რეგიონებში კონფლიქტური კერები მძვინვარებს. შესაბამისად, რუსეთის აგრესიული ქმედებები გლობალურ ჭრილში უნდა შეფასდეს და სათანადო სახელი დაერქვას - რუსეთი არის აგრესიული, ერთგვარად მოქნილი და სწრაფი", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომიტეტის თავმჯდომარემ ერთიანი ევროპის უსაფრთხოების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ამ კონტექსტში, საქართველოს ჩართულობასა და მის კონტრიბუციას გასვა ხაზი. მისივე შეფასებით, აუცილებელია რომ ევროკავშირი და ნატო უფრო ქმედით მოქმედებებზე გადავიდეს და მომლოდინე პოზიცია აქტიური ნაბიჯებით შეიცვალოს, რაც რეგიონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას განაპირობებს.

„საქართველო ძალიან მალე უნდა გახდეს ნატოს წევრი და ამისთვის კარგი საფუძვლები არსებობს. მიმაჩნია, რომ ჩემი ქვეყანა წევრობისთვის უფრო მეტად არის მზად ვიდრე ოდესმე ყოფილა. 2008 წლის შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს გაცილებით ძლიერები, დემოკრატიულები და ეკონომიკურად მდგრადები ვართ იმისთვის, რომ ევროატლანტიკური ორგანიზაციის წევრობის ამბიცია გაგვაჩნდეს. ნატოს წევრობა კი სამხრეთ კავკასიის რეგიონის სწრაფი განვითარების პერსპექტივებს გააჩენს", - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)

13:27 თეგეტა მოტორსი მომხმარებლებს წლის ბოლო ყველაზე მასშტაბურ 50%-იანი ქეშბექის აქციას თავაზობს

14:15 თიბისი ბანკმა „ერთგული" ბარათის მომხმარებლებისთვის სპეციალური აქცია – „10=10=10" დაიწყო

11:50 „ამოუცნობი“ დრონების გამო  Georgian Airways -მა ლონდონი -თბილისის რეისი ვერ შეასრულა

17:02 თეგეტა მოტორსის სოციალური კამპანია #არგამბოლო მელიორა 2018-ის გამარჯვებულია

14:47 ბაკურიანში "კოხტა რუმს ჰოტელ მენეჯმენტის" სასტუმრო აშენდება

13:33 საფინანსო ბაზარზე ახალი რეგულაციების ამოქმედების ვადა აღარ გადაიწევს.

13:24 გვენეტაძე: საბანკო სექტორი აბსოლუტურად გამჭვირვალეა და ამის გამო ხშირად ხდება კრიტიკის ობიექტი

13:13 მომავალ წელს სებ-ი 100 წლის იუბილეს აღნიშნავს



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.2%
შემცირდა 11.8%
არ შეცვლილა 3%