წელიწადში გველის ნაკბენის 5,4 მლნ შემთხვევა ფიქსირდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
არსებული სტატისტიკის მიხედვით, გველის ნაკბენისგან წელიწადში საშუალოდ 138 ათასი ადამიანი იღუპება, ხოლო 400 ათასამდე შემთხვევა სხვადასხვა შედეგით სრულდება, მათ შორის ინვალიდობით.
აღსანიშნავია, რომ ლეტალური შემთხვევების ნახევარი ინდოეთზე მოდის, რაც ქვეყანაში შესაბამისი მედიკამენტების დეფიციტის გამო ხდება.