თარიღი    დრო

პრემიერ-მინისტრის მოწვევით, 26 მაისს საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ეწვევა

საქართველო, თბილისი - 15:07 05.23.2018 221

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი 26 მაისს, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად მიიღებს მონაწილეობას.

მთავრობის მეთაურის მოწვევით, საქართველოს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი ეწვევა, რომელსაც გიორგი კვირიკაშვილი 26 მაისს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლებს. შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და ევროკომისიის პრეზიდენტი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

მთავრობის მეთაური, მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკურ ფორუმში, რომელიც სასტუმრო „ჰუალინგში“ 26 მაისს, 09:00 საათზე გაიხსნება.

გიორგი კვირიკაშვილი სიტყვით მიმართავს თავისუფლების მოედანზე, ფიცის დადების ცერემონიაზე შეკრებილ საზოგადოებას. ასევე, დაგეგმილია პრემიერის გამოსვლა კონფერენციაზე - “თანამშრომლობა კეთილდღეობისთვის - მომავალი ასწლეულის სტრატეგია”, რომელიც პარლამენტში გაიმართება.

დღის განმავლობაში გიორგი კვირიკაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოში სტუმრად მყოფ სახელმწიფოების მეთაურებსა და დელეგაციების ხელმძღვანელებთან.

26 მაისს, განსაკუთრებით საზეიმოდ აღინიშნება  17:10 საათი, ზუსტად ის დრო,  როდესაც  1918 წელს,  ნოე ჟორდანიამ საქართველოს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. თბილისში,  მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში  100 წლის წინანდელი მოვლენის თეატრალიზებული ინსცენირება გაიმართება. დამოუკიდებლობის აქტის გამოცხადების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მაღალი რანგის სტუმრებთან ერთად დაესწრება.

საიუბილეო ღონისძიებები თბილისში, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში დაგეგმილი გალა კონცერტით დასრულდება, რომელზეც 5 ცნობილი ქართველი კომპოზიტორის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი განსხვავებული ჟანრის ნამუშევრები შესრულდება. საზეიმო კონცერტს პრემიერ-მინისტრი, საქართველოში სტუმრად მყოფი სახელმწიფოების მეთაურები და დელეგაციების ხელმძღვანელები დაესწრებიან.

დღის ბოლოს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ტრადიციულად, სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს საზეიმო მიღებაზე უმასპინძლებს.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.2%
არ შეცვლილა 2.7%