ჭიათურაში, კოროხნალის მაღაროში მომხდარ შემთხვევაზე „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაში წერია, ჭიათურის სამთო-გადამამუშავებელ კომბინატში, კერძოდ, კოროხნალის მაღაროში სამთო მასალის ჩამოშლის შედეგად, 32 წლის მაღაროელმა ალექსანდრე დეკანოიძემ თავის არეში დაზიანებები მიიღო.
მათივე ცნობით, ალექსანდრე დეკანოიძე ქუთაისის ცენტრალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და ოპერაცია უტარდება.
„კოროხნალის მაღაროში შემთხვევა გუშინ ღამით, დაახლოებით ოთხ საათზე მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. „ჯორჯიან მანგანეზი“ აღნიშნულ თემაზე დამატებით დეტალებს მოგვიანებით გაავრცელებს“, – ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.