ელჩის დანიშვნა ჩემთვის რაიმე კონკრეტულის მანიშნებელი არ არის, გარდა იმისა, რომ უკრაინას საქართველოში ელჩი უნდა ჰყავდეს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემ განაცხადა.
„ელჩის დანიშვნა მისასალმებელია. ჩვენ გვახსოვს, როგორი მძიმე რიტორიკა იყო „ოცნების“ მხრიდან უკრაინის ელჩის მისამართით და კარგია, რომ დღეს უკრაინას საქართველოში ელჩი ეყოლება...
მახსოვს, რამდენად მძიმე რიტორიკა იყო „ოცნების“ მხრიდან, ფაქტობრივად, სხვა გზა აღარ დაუტოვეს უკრაინას, რომ არ გაეწვიათ ელჩი. ამიტომ დღეს ელჩის დანიშვნა ნებისმიერ შემთხვევაში მისასალმებელია. რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, უკრაინას ჰყავს თავისი ელჩი ქვეყანაში. ელჩის დანიშვნა ჩემთვის რაიმე კონკრეტულის მანიშნებელი არ არის, გარდა იმისა, რომ უკრაინას საქართველოში ელჩი უნდა ჰყავდეს. წლების განმავლობაში ჰყავდა და მერე „ოცნების“ რიტორიკის გამო იძულებული გახდა, გაეწვია“, – განაცხადა შარაშიძემ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოში უკრაინის ახალი ელჩის დანიშვნის შესახებ განკარგულებას ხელი მოაწერა. საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.