სურსათის ეროვნულმა სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში არალეგალური სასაკლაო გამოავლინა. სააგენტოს განცხადებით, უწყვეტად ახორციელებენ ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს.
"სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება." - წერია განცხადებაში.