თარიღი    დრო

კიშინიოვში სექსუალური უმცირესობის მარში ჩატარდა

საქართველო, თბილისი - 15:31 05.19.2018 541

კიშინიოვში სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებმა და მხარდამჭერებმა პირველად მოლდოვეთის ისტორიაში მოახერხეს მარჩშის ჩატარება.

მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები ეცადნენ მარშის ჩაშლას, თუმცა პოლიციამ მათ ხელი შეუშალა, რათა არ დაეშვათ დაპირისპირება.

მარში ბუქარესტის ქუჩის გავლით ჩატარდა ქალაქის ცენტრამდე. ბოლო ორი უკანასკნელი წლის მანძილზე მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენლები არბევდნენ მარშის მონაწილეებს. ამ წელს მათი რეაქცია ძალიან მკაცრი იყო, რადგან მონაწილეებმა ქალაქის ცენტრამდე მისვლა მოახერხეს.

მათ დაახლოებით 3 კილომეტრის გავლა შეძლეს და რეკორდი დაამყარეს. წინა შემთხვევებში მაქსიმუმ ერთი კილომეტრის გავლის საშუალებას აძლევდნენ.

წლევანდელი მარში ითველბა ყველაზე მრავალრიცხოვან პროტესტად მოლდოვეთში. პოლიციის ინფორმაციაზე დაყრდნობით, მასში მონაწილეობა 500-მდე ადამიანმა მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მსვლელობის ჩატარება პოლიციის დიდი ძალისხმევის შედეგად მოხდა. მათმა შექმნეს შეიარაღებული კორიდორი და მისცეს მონაწილეებს ცენტრამდე უსაფრთხოდ გადაადგილების საშუალება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%