„ქართული ოცნების“ დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას უსმენენ, ჰომოფობიური განცხადება გააკეთა.
"მე, როგორც პარლამენტის წევრი, რა თქმა უნდა მივესალმები თქვენს [მიმართავს გიორგი გახარიას] მიდგომებს და რა თქმა უნდა ასეც უნდა იყოს უფლება დაცული, როგორც მომხმარებლების ასევე სხვადასხვა უმცირესობების ჩვენს საზოგადოებაში. მაგრამ როგორც მოქალაქე, ცხადია, მე ვითხოვ კატეგორიულად, დაცული იყოს იმ საზოგადოების ინტერესები, რომლის ინტერესებიც ხშირად ხდება ნარკომანების, ნარკორეალიზატორების და პიდარასტების მიერ ფეხქვეშ გათელილი", - განაცხადა მან.
დეპუტატის ამ განცხადებას პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მხრიდან შენიშვნა არ მოჰყოლია.
„ჯი-ეიჩ-ენი“ დეპუტატის ჰომოფობიურ განცხადებას ემიჯნება.