თარიღი    დრო

დიმიტრი ქუმსიშვილი: Wizz air-ის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები უკვე 200 მლნ დოლარს აღწევს

საქართველო, თბილისი - 19:02 05.17.2018 109

ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში დღეიდან ოპერირება Wizz air-ის მეორე ბაზირებულმა, A 320 ტიპის თანამედროვე საჰაერო ხომალდმა დაიწყო.

ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების" დირექტორი ქეთევან ალექსიძე და უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ის მარკეტინგის დირექტორი იოჰან ეიდჰაგენი დაესწრნენ. ქუთაისში ბაზირებული ხომალდი რეგულარულ ფრენებს ესპანეთის, საფრანგეთის, ჩეხეთის, იტალიის და საბერძნეთის მიმართულებით შეასრულებს.
კომპანია დღეიდან ფრენებს 5 ახალი მიმართულებით შეასრულებს: პარიზი, რომი, პრაღა, ბარსელონა და ათენი. დღეს გაიმართა პარიზიდან ქუთაისის მიმართულებით შესრულებული პირველი რეისის საზეიმო დახვედრა. Wizz air ასევე, ქუთაისიდან ბერლინისა და დორტმუნდის მიმართულებით სიხშირეებს ზრდის.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, ეს მიმართულებები ძალიან მნიშვნელოვანია, „თუმცა, გარდა პირდაპირი ფრენებისა, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში პირდაპირ ზრდის ტურიზმს და ჩვენს ახალგაზრდებს და არამარტო მათ აძლევს შესაძლებლობას, ძალიან მიმზიდველი ფასებით იმოგზაურონ ევროპაში, ეს არის პირდაპირი და არაპირდაპირი სამუშაო ადგილები. დღემდე კომპანია Wizz air-ს საქართველოში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია ჰქონდა განხორციელებული ერთი ბაზირებული თვითმფრინავის სახით, ხოლო დღეიდან მეორე თვითმფრინავი დაემატა, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანიის მიერ საქართველოში განხორციელებული ინვესტიციები უკვე 200 მლნ დოლარს აღწევს. მინდა აღვნიშნო, რომ კომპანიას 70 პირდაპირი და 250 არაპირდაპირი სამუშაო ადგილი აქვს შექმნილი და ახალი თვითმფრინავით კიდევ 37 ახალი სამუშაო ადგილი დაემატება", - აღნიშნა პირველმა ვიცე-პრემიერმა.

უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისის საეთაშორისო აეროპორტიდან ოპერირება 2012 წელს დაიწყო. 2018 წლის მარტიდან, Wizz air-მა ქუთაისის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისების შესრულება რიგისა და ვროცლავის მიმართულებით დაიწყო. ზაფხულიდან კი პირდაპირი ავიამიმოსვლა საქართველოსა და რუმინეთს შორის დაიწყება. უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz air-ი 3 ივლისიდან ფრენებს ბუქარესტი-ქუთაისის მიმართულებით შეასრულებს, ხოლო 15 ნოემბრიდან პირდაპირი რეისები ავსტრიის მიმართულებით - ვენა-ქუთაისი შესრულდება. ახალი ბაზირებული რეისების ჩათვლით, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვანი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია რეისებს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ჯამში ევროპის 14 ქვეყნის 20 მიმართულებით შეასრულებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე ისაუბრა საქართველოს აეროპორტებში თვითმფრინავების ბაზირების მნიშვნელობაზე.

„რატომ გვიხარია საქართველოში თვითმფრინავების ბაზირება - იმიტომ, რომ ბორტებზე ადის ქართული მინერალური წყალი, ქართული სასმელი წყალი, ქართული ღვინო, საჭმელი და ა.შ. ხოლო ბორტებგამცილებლები და მთლიანად ეკიპაჟი საქართველოს მოქალაქეებითაა დაკომპლექტებული. მხოლოდ კომპანია „ვიზეარმა" შარშან 222 000-ზე მეტი მგზავრი გადაიყვანა, ხოლო წელს პირველი 4 თვის განმავლობაში 111 000 მგზავრი ჰყავს გადაყვანილი - შარშან ჩვენ აეროპორტების მიმართულებით 43%-იანი ზრდა გვქონდა, ხოლო წელს უკვე 34%-იანი ზრდა გვაქვს. სწორედ ეს არის ჩვენი ეკონომიკის ზრდა, ეს არის ახალი სამუშაო ადგილები და ტურიზმის განვითარების მაქსიმალური ხელშეწყობა", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sporti

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.5%
შემცირდა 11.6%
არ შეცვლილა 2.8%