თარიღი    დრო

ლგბტ აქტივისტებმა ვაკის პარკში აქცია გამართეს

საქართველო, თბილისი - 17:11 05.17.2018 927

ლგბტ აქტივისტებმა თბილისში, ვაკის პარკში, მემორიალთან აქცია გამართეს.

აქციაზე ლგბტ აქტივისტები და მათი მხარდამჭერები შეიკრიბნენ. 

მათ 2013 წლის 17 მაისს მომხდარ ძალადობაზე ისაუბრეს. 

მათ აქვე აღნიშნეს, რომ 2014 წელს ეკლესიამ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 

ერთ-ერთი აქტივისტის განცხადებით, ასე გადაიქცა ჰომოფობიასთან ბრძოლის დღეს ჰომოფობიის ზეიმად. 

"ადამიანები ზეიმობენ ძალადობას ქუჩაში, ჩვენ კი ასე პარტიზანული გზებით გვიწევს ბრძოლა. გავერთიანდეთ ფაშიზმის წინააღმდეგ" , - განაცხადა მან.

კიდევ ერთი აქცია, ამჯერად კანცელარიასთან საღამოს 7 საათზე დაიწყება.

ცნობისთვის, დღეს ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 86.1%
შემცირდა 11.1%
არ შეცვლილა 2.7%