22 აპრილს, 18:00 საათზე, ჰოთელს & პრეფერენსჰუალინგ თბილისში დამოუკიდებელ თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (MUSIAD) თბილისში წარმომადგენლობას ოფიციალურად გახსნის, რომლის მისიას საქართველო-თურქეთს შორის ბიზნეს თანამშრომლობის გაძლიერება წარმოადგენს.
ასოციაციის მიზანია აქტიურად ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან და თურქ ბიზნესმენებს გააცნოს ის პროექტები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება. ასევე, ორგანიზაცია მზადაა ეს პროექტები წარუდგინოს ასოციაციის წევრებს, რომლებიც 72 ქვეყანაში საქმიანობენ, რათა მოხდეს ინვესტირება საქართველოში.
ცერემონიაზე დაანონსდება სამომავლო აქტივობები, რომელთა გახორციელებასაცთურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაცია (MUSIAD) საქართველოში გეგმავს.
თურქ მრეწველთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MUSIAD) ოფიციალურ პარტნიორს საქრთველოს დამსაქმებელთა ასოციაცია წარმოადგენს.