თარიღი    დრო

დღეს საქალაქო სასამართლოში არასრულწლოვანების მკვლელობის საქმეზე მიხეილ კალანდიას გამოკითხავენ

საქართველო, თბილისი - 10:03 04.17.2018 272

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 17 აპრილს, 10:30 საათზე ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანებს შორის მომხდარი მკვლელობის საქმის განხილვა განახლდება. 

დღევანდელი სხდომა კვლავ ბრალდების მხარის მოწმის, მიხეილ კალანდიას გამოკითხვით განახლდება. 

აღნიშნულმა მოწმემ სასამართლოში გამოკითხვისას განაცხადა, რომ გამოძიების ეტაპზე მას ჩვენება ზეწოლის შედეგად მიაცემინეს, მამამისს - თენგიზ კალანდიას კი, რომელიც დანაშაულის შეუტყობინებლობისთვისაა დაკავებული და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია, სამართალდამცავები ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

კალანდიამ აღნიშნული ჩვენება წინა სასამართლო პროცესზე შეცვალა და განაცხადა, რომ წინა ჩვენება ბრალდებული მეგობრების დასაცავად მისცა. დაცვის მხარე და დაზარალებული ზაზა სარალიძე კი აცხადებს, რომ მოწმეზე პროკურატურის თანამშრომლების მხრიდან ზეწოლას ჰქონდა ადგილი, რასაც მან ვერ გაუძლო და ჩვენება შეცვალა. 

შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩაზე, 2017 წლის პირველ დეკემბერს ორი მოზარდი დაჭრეს. ერთი მათგანი, ლევან დადუნაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე - დავით სარალიძე კი, მოგვიანებით, საავადმყოფოში. მომხდარი მკვლელობის ფაქტზე სამართალდამცავებმა 2 დეკემბერს, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს და ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს. მეორე არასრულწლოვანს კი ბრალი დაუსწრებლად წარუდგინეს. სასამართლომ ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობა შეუფარდა.

პროკურატურამ მკვლელობის საქმეზე, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით პასუხისგებაში 5 პირი მისცა, რომელთა შორის, ორი მოსწავლის მშობელი და შსს-ს ყოფილი თანამშრომელია. პასუხისგებაში მიცემულთაგან მხოლოდ სამი დააკავეს, რადგან ორ პირზე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ვრცელდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%