თარიღი    დრო

საქართველოს მთავრობის მიერ მოწვეული საერთაშორისო, დამოუკიდებელი ექსპერტები უკვე გუდაურში არიან

საქართველო, თბილისი - 11:45 03.18.2018 561

16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის მიზეზების შესასწავლად ფრანგული საერთაშორისო კომპანიის „ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები უკვე გუდაურში იმყოფებიან და საექსპერტო კვლევებს იწყებენ.  მათთან ერთად პროცესში ჩართულები არიან საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტ-კრიმინალისტები, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს წარმომადგენლები. გუდაურში იმყოფება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ სწორედ დამოუკიდებელი დასკვნის შედეგად შეიტყოს, თუ რამ განაპირობა ავარია გუდაურის ერთ-ერთ საბაგიროზე“ - ამის შესახებ გუშინ დიმიტრი ქუმსიშვილმა მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა.

როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, მთავრობას მიაჩნია, რომ დასკვნა უნდა იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი ყველა ჩართული მხარისაგან, რადგან საუბარია არა ერთ კონკრეტულ ინციდენტზე, რომლის დროსაც ადამიანები დაშავდნენ, არამედ ჩვენი ქვეყნის რეპუტაციაზე და აქედან გამომდინარე, ყველა შესაძლო შედეგზე.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%