თარიღი    დრო

ლევან დავითაშვილი ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს

საქართველო, თბილისი - 12:08 02.23.2018 321

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილo, ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, ვაშინგტონში შეხვედრებს მართავს.

ლევან დავითაშვილმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელთან,  დან მალანისთან და ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის საკითხებში დირექტორთან, ჯეისონ ბუნტინთან შეხვედრაზე, ევროპასთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა.

ლევან დავითაშვილმა მადლობა გადაუხადა ამერიკულ მხარეს ტექნიკური დახმარების გაწევისთვის და იმედი გამოთქვა, რომ საქართველო-ამერიკის სავაჭრო ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება  და ქართულ პროდუქციას საშუალება მიეცემა სათანადო ადგილი დაიმკვიდროს ამერიკულ ბაზარზე.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი შეხვდა ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) პოლიტიკის კოორდინაციისა და დაგეგმვის პროგრამების კოორდინატორს, დონ ევანსს შეხვდა. მხარეებმა სატყეო სექტორში ამერიკული მხარის დახმარებაზე  და სოფლის მეურნეობის მიმართულებით ახალი პროექტის განხორციელებაზე ისაუბრეს.

ამასთანავე, შეხვედრა გაიმართა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) წარმომდგენელთან მარგო ელისთან, სადაც იმსჯელეს სოფლის მეურნეობის დარგში ახალი პროექტის დიზაინზე, რომელიც ტექნიკურ დახმარებასა და საგრანტო მიმართულებებს მოიცავს.

ლევან დავითაშვილი ასევე შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ტექნიკური დახმარების პროგრამის ხელმძღვანელს ბარბარა პიტკინს, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერის პროექტის მომდევნო ფაზის განხორციელებაზე იმსჯელეს.

ვაშინგტონში შეხვედრა გაიმართა საქართველოს საპატიო კონსულთან, დევიდ შიმპთან, რომელმაც ლევან დავითაშვილს სატყეო სექტორში აკადემიური და სამეცნიერო წრეების ჩართულობაზე და ახალი პროექტის განხორციელებაზე ესაუბრა. ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრიორიტეტი სატყეო დარგის დარეგულირება და არსებული მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაა, რაც გულისხმობს ტყის კოდექსის დამტკიცებას და იმპლემენტაციას.

ამასთანავე, მსოფლიო ბანკში და საერთაშორისო სავალუტო ფონდში დასაქმებული წარმატებული ქართველების ინიციატივით, ლევან დავითაშვილი მსოფლიო ბანკის ოფისში მიიწვიეს, სადაც მინისტრმა დეტალურად ისაუბრა სამინისტროს პრიორიტეტებზე, სამომავლო გეგმებსა და კითხვა-პასუხის რეჟიმში დამსწრე საზოგადოებას  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და მდგრადი განვითარების პრინციპებით მოსახლეობის კეთილდღეობის და ცხოვრების დონის განვითარებაზე საქართველოს მთავრობის ხედვა გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში, ლევან დავითაშვილი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს და ამერიკა-აზერბაიჯანის სავაჭრო პალატის ორგანიზებით გამართულ მიღებაზე სიტყვით გამოვიდა, სადაც ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობების გაუმჯობესების მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

ვაშინგტონში გამართულ შეხვედრებში, ლევან დავითაშვილთან ერთად, მონაწილეობდნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ამერიკის შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე, დესპანი გიორგი ციკოლია და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე.

საქართველოს დელეგაციის ვიზიტი ვაშინგტონში 24 თებერვალს დასრულდება.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.4%
შემცირდა 11.7%
არ შეცვლილა 2.9%