თარიღი    დრო

საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპარლამენტარები მუსტაფა ჩაბუქს სრულ მხარდაჭერას უცხადებენ

საქართველო, თბილისი - 11:27 02.14.2018 988

საქართველოს ევროპარლამენტარები სტუმრობენ. ქლერ მუდისა და რებეკა ჰარმსის შეხვედრების ერთ-ერთი თემა მუსტაფა ჩაბუქის საკითხია. სწორედ ამ თემაზე რებეკა ჰარმსმა გუშინ სამუშაო შეხვედრა გამართა სახალხო დამცველის ოფისში და არასამთავრობო სექტორსაც შეხვდა, სადაც კიდევ ერთხელ დააფიქსირა საკუთარი ღია მხარდაჭერა ჩაბუქის მიმართ და მადლობა გადაუხადა თემაზე მომუშავე ჯგუფს.

საქართველოში მყოფი ევროპარლამენტარი ქლერ მუდი კი იმ სკოლას ეწვია, სადაც ჩაბუქი ბოლო წლების განმავლობაში მუშაობდა. შეხვედრის ფარგლებში ევროპარლამენტარი ჩაბუქის ოჯახის წევრებს, მის მეუღლესა და შვილებს, ჩაბუქის კოლეგებს და ჩაბუქის მეგობრებს შეხვდა.

“დღეს ჩემი ვიზიტი ჩემი მხარდაჭერის დემონსტირებაა. ამ სკოლაში ჩაბუქის საქმის გამო ვარ მოსული. ევროპარლამენტარები ინტერესით ვაკვირდებით მიმდინარე პროცესს. ჩვენ გვინდა, რომ მუსტაფა ემრე ჩაბუქი ოჯახს დაუბრუნდეს და კვლავ გააგრძელოს სკოლაში საქმიანობა. მე ვხედავ, რამდენი ბედნიერი ბავშვია დღეს ამ სკოლაში. იმედია ბატონ ჩაბუქს მალე პირადადაც შეხვდები აქ, ამ სკოლის კედლებში, სადაც თავის საყვარელ საქმეს გააგრძელებს“,- განაცხადა შეხვედრის ბოლოს ქლერ მუდმა.

სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც არასამთავრობო სექტორიც ესწრებოდა, ევროპარლამენტარმა მადლობა გადაუხადა თემაზე მომუშავე ორგანიზაციებსა და განსაკუთრებით ხაზი გაუსვა მათი საქმიანობის მნიშვნელობას.

შეხვედრის ბოლოს ქლერ მუდმა აღნიშნა, რომ აქტიურად გააგრძელებს ამ თემაზე მუშაობას სხვა ევროპარლამენტარებთან ერთად და იმედი გამოთქვა, რომ მალე ჩაბუქს განთავისუფლებულს იხილავს.

ევროპარლამეტარების შეხვედრები ჩაბუქის საკითხზე მიმდინარე კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ქალბატონი რებეკა ჰარმსი პირადად მოინახულებს მუსტაფა ემრე ჩაბუქს გლდანის ციხეში და ჩაბუქის ოჯახის წევრებსაც შეხვდება.

ცნობისთვის, დემირელის კერძო კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი 2017 წლის მაისში, თბილისში, თურქეთის მხარის მოთხოვნით დააკავეს. ჩაბუქის ექსტრადირების საკითხზე სასამართლო 19 თებერვალს იმსჯელებს. 




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.7%
შემცირდა 11.5%
არ შეცვლილა 2.8%