„ქართულ ოცნებას“ არ უნდა შრომის უსაფრთხოების ნორმების დარღვევისთვის ვინმეს დასჯა, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა შრომის უსაფრთხოების პრობლემებთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, სწორედ ამაში მდგომარეობს პრობლემა.
"დღეს სწორედ პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ქართულ ოცნებას არ უნდა თუნდაც დღეს არსებული ნორმებით ვინმეს დასჯა. თუ კი დაისჯებოდა შესაბამისი კომპანიები ყოველ ასეთ ძალიან სავალალო შემთხვევებზე, მაშინ ეს იქნებოდა ყველაზე საუკეთესო პრევენცია იმისათვის, რომ აღარ მოხდეს ასეთი ფაქტები ან მნიშვნელოვნად შემცირდეს", - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.