თარიღი    დრო

შშმ პირებისთვის პენსის გაზრდაზე პარლამენტის წევრებს ხელეწიფებათ გამოიჩინონ ინიციატივა - სერგეენკო

საქართველო, თბილისი - 12:35 02.12.2018 197

შშმ პირებისთვის პენსიის გაზრდაზე პარლამენტის წევრებს უფრო ხელეწიფებათ გამოიჩინონ ინიციატივა, - განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე. მისი თქმით,  სისტემა სამედიცინოდან სოციალურ, ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს და ამ გადასვლისას უნდა მოხდეს პენსიის თავიდან დათვლა. 

”ჯანდაცვის სამინისტროს პორტფელი არ ითვალისწინებს პენსიების ან კომპენსაციის ცვლილებებს, ეს არის მთლიანად სამთავრობო საკითხი, ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტის საკითხი. პარლამენტის წევრებს უფრო ხელეწიფებათ ამ მიმართულებით გამოიჩინონ ინიციატივა. ჩვენ რეალურად ვასრულებთ ადმინისტრირების როლს და არა პოლიტიკის შემუშავების. თვითონ სისტემა სამედიცინოდან სოციალურ, ანუ საჭიროებაზე მორგებულ მოდელზე უნდა გადავიდეს. უნდა მოხდეს ამ გადასვლისას გადათვლა ამ ყველაფრის. ცხადია, პენსია არის გასაზრდელი, ეს მოცემულობაა”, - განაცხადა სერგეენკომ. 

ჯანდაცვის მინისტრი კომიტეტის გაფართოვებლ სხდომაზე 2017 წელს განხორციელებულ პროგრამებზე და 2018 წლის გეგმებზე ისაუბრებს. მისი თქმით, 2018 წელს პირველი პრიორიტეტი მედიკამენტებით უზრუნველყოფა იქნება.

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.5%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3.2%