თარიღი    დრო

რეფორმების გატარებისთვის შსს-სთან აქტიურად ვითანამშრომლებ - ირაკლი კობახიძე

საქართველო, თბილისი - 17:40 01.12.2018 383

"ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერ კითხვას გაეცეს სათანადოდ პასუხი, მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი ასეთი საქმე იყოს ბოლომდე გამოძიებული. ეს არის მათ შორის, ჩვენი საპარლამენტო საზედამხედველო ფუნქციების ნაწილი და ამ ფუნქციების და უფლებამოსილების ფარგლებში, ჩვენ რა თქმა უნდა, ვიქნებით ჩართული",- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ  პაატა პავლიაშვილის საქმეზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიურად ითანამშრომლებს.
„ზოგადად, დახვეწას საჭიროებს ბევრი რამე, ამაზე საუბრობდა თავად შინაგან საქმეთა მინისტრი, ბატონი გიორგი გახარია, ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ბატონ გიორგისთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან, იმისთვის, რომ გატარდეს რეფორმები შინაგან საქმეთა სამინისტროში და კიდევ უფრო დაიხვეწოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშაობა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.7%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%