თარიღი    დრო

ისრაელის პარლამენტის დელეგაციის მონაწილეობით, ხვალ, თბილისში ხანუქას სანთელი აინთება და ებრაული ბიბლიოთეკა გაიხსნება

საქართველო, თბილისი - 14:48 12.14.2017 611

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის ისრაელში ვიზიტისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე და საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატისა და „ისრაელის სახლის“ ორგანიზებით, თბილისს ისრაელიდან ეწვია დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან ქნესეთში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის წევრი დეპუტატები, ბიზნესწრეების წარმომადგენლები, ანალიტიკოსები და ისრაელის  წამყვანი მედიასაშუალების ჟურნალისტები.

ვიზიტი „ისრაელის სახლის“ მიერ წარმოებული, საქართველოს პოპულარიზაციისა და ორმხრივი კავშირების გაღრმავების კამპანიის ფარგლებში ხორციელდება. დელეგაციის მასპინძელია საქართველოს პარლამენტი. ვიზიტისას ყურადღება გამახვილდება ჰასბარას, განათლების, ახალგაზრდობისა და ორმხრივი კავშირების თემატიკაზე.

დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ისრაელის კარმელის აკადემიურ კოლეჯსა და ორ ქართულ უნივერსიტეტს შორის გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი.

ხვალ, 15 დეკემბერს, 14.00 საათზე ისრაელის დელეგაცია მონაწილეობას მიიღებს  საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში „ისრაელის სახლის“  ორგანიზებით საქართველოში პირველი ებრაული ბიბლიოთეკის გახსნასა და ხანუქას სანთლის ანთების ცერემონიალში. ღონისძიება კულტურული პროგრამით დასრულდება - ქართველი მომღერლები ებრაულ სიმღერებს შეასრულებენ.

ებრაული ბიბლიოთეკისთვის „სარას ფონდმა“, „ისრაელის სახლთან“ თანამშრომლობით, ისრაელში  შეიძინა რამდენიმე ასეული წიგნი ებრაულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე. წიგნების თემატიკაა ისრაელის უძველესი და თანამედროვე ისტორია, სიონიზმი, იუდაიზმი, თეოლოგია, ისრაელის საგარეო პოლიტიკა, ივრითის სასკოლო და საუნივერსიტეტო სწავლების სახელმძღვანელოები და ა.შ. დაგეგმილია ისრაელიდან კიდევ 500-მდე წიგნის შემოტანა და აგრეთვე, წინასწარი შეთანხმების თანახმად, ისრაელში ქართული ბიბლიოთეკის შექმნა.

ეროვნულ ბიბლიოთეკაში ღონისძიების დასრულების შემდეგ დელეგაცია გადაინაცვლებს თბილისის აშკენაზების სინაგოგაში.

16 დეკემბერს ისრაელის დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრას გამართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან.

 

17 დეკემბერს კი დელეგაციის ნაწილი დაესწრება თბილისში, მირზა შაფის ქუჩაზე ისრაელური ინვესტიციით, 63-ნომრიანი თანამედროვე სასტუმროს მშენებლობის დაწყებას. სასტუმრო მოიცავს, აგრეთვე, არტგალერეასა და კაფეებს, ხოლო მისი მთავარი შენობის ფასადი გადაწყვეტილი იქნება ქართული ორნამენტებიანი ხალიჩის სტილში.

პროექტის მოცულობაა 12 მილიონი დოლარი, რომლის შედეგადაც დედაქალაქი მიიღებს თბილისის ისტორიულ უბანზე არქიტექტურულად მორგებულ, მაღალი კლასის სასტუმროს.

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, იციკ მოშეს შეფასებით, ისრაელიდან ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციის ვიზიტი მნიშვნელოვანი მოვლენაა ორი ქვეყნის ურთიერთობაში, ვინაიდან ახლა ერთგვარად ვაჯამებთ გასულ 25 წელს და ვგეგმავთ მომავალ კავშირებს სხვადასხვა სფეროში. „ისრაელის სახლის“ აქტიური მუშაობით, ქართულმა მხარემ გაიცნო სულ სხვა, რეალური ისრაელი, რომელთანაც შესაძლებელია ძალიან ნაყოფიერი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით და ეს, პირველ რიგში, ეხება ურთიერთსოლიდარობას, ეკონომიკურ კავშირებსა და საუკეთესო გამოცდილების გაზიარებას.




Tavdacva

ყველა სიახლის ნახვა...

komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა



arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 85.8%
შემცირდა 11.4%
არ შეცვლილა 2.8%