თარიღი    დრო

სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 19:14 11.21.2017 157

ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) სტრატეგიული კომუნიკაციის თემაზე. ქართულ მხარეს კომისიაზე წარმოადგენდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე მარიამ რაქვიაშვილი და საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ილია კობერიძე.

ქართულმა მხარემ მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ქვეყანაში არსებული გამოწვევებისა და ქართული მხარის მიერ ეფექტიანი სტრატეგიული კომუნიკაციის უზრუნველყოფის მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ. სხდომაზე, ასევე, განხილულ იქნა 2017-2020 წლებისთვის საქართველოს მთავრობის სტრატეგია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების კომუნიკაციის შესახებ. მოკავშირეებმა, რეგიონში არსებული საფრთხეების ფონზე, ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციის მნიშვნელობას და დადებითად შეაფასეს ქართული მხარის მიერ გაწეული ძალისხმევა. ამასთან, ალიანსის წევრმა ქვეყნებმა გამოხატეს თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისა და სამომავლო გეგმების განხორციელებაში მონაწილეობის მზაობა.

ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, მოკავშირეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა.




sazogadoeba

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%