თარიღი    დრო

ჩვენი აქციის შედეგად მთავრობის შემადგენლობა იცვლება, კვირიკაშვილიც უნდა წავიდეს - ინაშვილი

საქართველო, თბილისი - 17:34 11.14.2017 1606

წამოვიდნენ გარკვეულ დათმობებზე, რომ იცვლება მთავრობის შემადგენლობა და ოპტიმიზაცია მოიყვანეს მოტივად, - ამის შესახებ "პატრიოტთა ალიანსის" ლიდერმა ირმა ინაშვილმა ტელეკომპანია "პირველის" პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, კვირიკაშვილი უნდა წავიდეს, პირველ რიგში, როგორც ამ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი.

"[პატრიოტთა ალიანსის საპროტესტო აქციაზე გამოსული] ხალხი ითხოვდა მთავრობის გადადგომას. აი, აქაც, წამოვიდნენ გარკვეულ დათმობებზე, რომ იცვლება მთავრობის შემადგენლობა და ოპტიმიზაცია მოიყვანეს მოტივად. ახლა, ესეც არის, კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, კვირიკაშვილის მხრიდან, არა სისტემური ცვლილებების განხორციელების სურვილი, არამედ თვითგადარჩენის მიზანი. რომ ის გადარჩეს, შეინარჩუნოს ქართულმა ოცნებამ ხელისუფლება და მოახდინონ რაღაცა ფასადური ცვლილებები ჩვენს დასამშვიდებლად. თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სისტემურ და ძირეულ ცვლილებებზე, მაშინ თვითონ კვირიკაშვილი უნდა წავიდეს, პირველ რიგში, როგორც ამ მინისტრთა კაბინეტის ხელმძღვანელი და მე ვეუბნები მას, კიდევ ერთხელ, რომ შემდეგი გაჩერება თქვენ იქნებით, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.




komentari

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13%
არ შეცვლილა 3%