ბრიუსელში, საქართველოს შესახებ ელჩების დონეზე დებატები შედგა, შესაძლოა, გამოქვეყნდეს ევროკავშირის განცხადება, ასევე, ევროკომისიის განახლებული შეფასება - ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი რიკარდ იოზვიაკი X-ზე წერს.
"ბრიუსელში, საქართველოს შესახებ ელჩების დონეზე დებატები შედგა. 26-მა წევრმა ქვეყანამ თავისი შეშფოთება გამოხატა. უნგრეთი დუმს. შესაძლოა, გამოქვეყნდეს ევროკავშირის განცხადება და ასევე, ევროკომისიისგან განახლებული შეფასება იმის თაობაზე თუ რამდენად შეესაბამება "უცხოური აგენტების შესახებ" კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს", - წერს უფროსი რიკარდ იოზვიაკი.