ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ განაცხადა, რომ ფარული ჩანაწერების ტექნიკა „ნაციონალური მოძრაობიდან მოყოლებული“ მავნე პრაქტიკა
„უცხოური ნომრებით სატელეფონო ზარები და გინებების კორიანტელი, რომელიც „ნაცებს“ თურმე 2007 წელსაც ჰქონდა გამოყენებული, აჩვენებს, როგორ ემსგავსება „ქართული ოცნება ნაციონალურ მოძრაობას“. განსხვავება ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს კრემლის იმედი. პერსონალური მონაცემების შესახებ კანონი ამ ქვეყანაში ხომ არავის არ გაუუქმებია. საიდანაა ეს სატელეფონო ბაზა ამ ორგანიზებული ჯგუფის ხელში და როგორ მოხდა, რომ ისინი „რუსული კანონის“ დამცველები აღმოჩნდნენ, აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. ასეთი მდარე მეთოდებით, იქნება ეს ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება თუ გინების კორიანტელი, კიდევ ერთხელ აჩვენებს „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამს“, – განაცხადა თეონა აქუბარდიამ.