მარნეულში პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, აღნიშნული გადაწყვეტილება პრევენციისთვის მიიღეს.
"არჩევნების დღეს საპოლიციო ძალები, წინასწარ შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, პრევენციისა და სწრაფი რეაგირების უზრუნველსაყოფად, განლაგებულნი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით. ამასთან, პერიოდულად ხორციელდება მათი გეგმიური როტაცია, რათა თითოეულ პოლიციელს ჰქონდეს არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა", - აცხადებენ შსს-ში.