ბათუმში, ბარცხანის ტერიტორიაზე, სარკინიგზო ხაზთან ახალგაზრდა ქალს მატარებელი დაეჯახა.
"ბათუმელების" ინფორმაციით, ის მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. ქალი გადაყვანისას გონზე იყო.
შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.