თარიღი    დრო

სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოში ჩამოიტანეს

საქართველო, თბილისი - 19:12 10.03.2017 1012

სანდრო ბოტიჩელის „ვენერა“ საქართველოშია.

ნამუშევრის ორიგინალი დღეს სპეციალური რეისით, უსაფრთხოების ნორმების განსაკუთრებული დაცვით ჩამოიტანეს.

პროექტი venus pudica, რომლის ფარგლებშიც ნამუშევარი თბილისს სტუმრობს, განხორციელებულია ტურინის სამეფო მუზეუმებთან და კულტურული ასოციაცია „მეტამორფოზასთან“თანამშრომლობით.

ბოტიჩელის ნამუშევრის ორიგინალი ორი თვის განმავლობაში, 5-დან 29 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში ასევე იტალიელი მხატვრის, კარავაჯოს ნამუშევრებთან ერთად იქნება წარმოდგენილი. 

ორ იტალიურ გამოფენას სახელწოდება - „უნივერსალური ღირებულებები: ბოტიჩელი-სილამაზე, კარავაჯო-სინათლე“ აერთიანებს. პროექტის კოორდინატორია საქართველოში იტალიის საელჩო. გამოფენა Check In Georgia-ს ფარგლებში იმართება.

ფერწერული ტილო 1930 წლიდან ტურინის „გალერეა საბაუდას“ კოლექციის ნაწილია.

ბოტიჩელის კიდევ ორი „ვენერაა“ შემორჩენილი, მათგან ერთი ბერლინის სამხატვრო გალერეაშია დაცული, ხოლო მეორე ჟენევაში, კერძო კოლექციაში ინახება.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 82.9%
შემცირდა 14%
არ შეცვლილა 3.1%