თარიღი    დრო

ქობულეთი ახალი გამოწვევების წინაშე დადგება, რასაც გაბედული იდეები და პროფესიონალების გუნდი სჭირდება - მირიან ქათამაძე

საქართველო, თბილისი - 22:35 09.12.2017 519

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქარველოს“ ქობულეთის მერობის კანდიდატი, მირიან ქათამაძე, აღნიშნულ პოზიციაზე წარდგენას მის ცხოვრებაში ერთ-ერთ უდიდეს გამოწვევად აფასებს და აცხადებს, რომ მმართველი გუნდის მხრიდან ნდობის გამოცხადება მშობლიური მუნიციპალიტეტის წინაში დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს.

როგორც ქათამაძემ ჟურნალისტებს ბათუმში, საკუთარი კანდიდატურის წარდგენის შემდეგ განუცხადა, ქობულეთი დადგება ახალი გამოწვევების წინაშე, რასაც გაბედული იდეები სჭირდება და რასაც ასევე გაბედული და კავალიფიციური ადამიანებისაგან დაკომპლექტებული გუნდი განახორციელებს.

„ჩემი ქობულეთელების მხარდაჭერით ძალიან ბევრის გაკეთება შეიძლება იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტის განვითარების პროცესი მაქსიმალურად შეუქცევადი გახდეს. ქობულეთი იქნება ერთ-ერთი მაგალითი იმისა თუ როგორია „ძლიერი თვითმმართველობა, ძიერი საქართველოსთვის“, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

მირიან ქათამაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატად დღეს პრემიერ-მინისტრმა, პარტიის თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.




dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 84%
შემცირდა 13.1%
არ შეცვლილა 3%