თარიღი    დრო

მაშველებმა 12 საათის განმავლობაში ურეკში 52 ადამიანის გადარჩენა შეძლეს

საქართველო, თბილისი - 12:04 08.19.2017 377

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს წყალზე მაშველებმა ურეკში, შავი ზღვის სანაპირო ზოლის კილომეტრნახევრიან მონაკვეთზე, 12 საათის განმავლობაში, 52 მოქალაქის გადარჩენა შეძლეს. მათ შორის იყო საქართველოს 25 და უცხო ქვეყნის 27 მოქალაქე.
შსს-ს მაშველების პროფესიონალური და ოპერატიული რეაგირების შედეგად, ყველა სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა. მაშველების მიერ გადარჩენილთა შორის ყველაზე უმცროსი 4 წლის გოგონა, ყველაზე ასაკოვანი კი 84 წლის მამაკაცი იყო.
„ეს არის უპრეცედენტო ფაქტი. შსს-ს 21-მა წყალზე მაშველმა, მხოლოდ 12 საათის განმავლობაში, წარმატებით ათობით სამაშველო ღონისძიება განახორციელა. არც ერთი შემთხვევა ფატალურად არ დასრულებულა. ეს არის მათი პროფესიონალიზმის და თავდაუზოგავი შრომის შედეგი. მინდა მადლობა გადავუხადო ურეკის სანაპირო ზოლზე მომუშავე შსს-ს წყალზე მაშველებს, რომლებიც ხშირად, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად უზრუნველყოფენ სანაპირო ზოლზე მყოფ პირთა უსაფრთხო დასვენებას,“ - განაცხადა შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ნიკოლოზ სირაძემ.




konfliqtebi

ყველა სიახლის ნახვა...

dRis siaxleebi

ყველა სიახლის ნახვა

სარეკლამო ბანერი (250px)


arqivi


ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენი პირადი შემოსავლები
გაიზარდა 83.6%
შემცირდა 13.3%
არ შეცვლილა 3%