კალიფორნიაში ტყის მასივი იწვის. ხანძარმა ფრესნოს რაიონში ასობით ჰექტარი ფართობი გაანადგურა. დამწვარია ათასობით უნიკალური სახეობის მცენარე. ადგილობრივი ხელისუფლების განკარგულებით, სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ცეცხლის ლოკალიზებას მეხანძრეები ავიაციის დახმარებით ცდილობენ.